logo
ENG



რუსთავში ხანძარს კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

09 ივლ 202023:14
3 წუთის საკითხავი
clock 341

რუსთავში მე-12 მიკრორაიონში საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულზე გაჩენილ ხანძარს, შუახნის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

ამის შესახებ ინფორმაცია "ფორმულას" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ მამაკაცის ცხედარი მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ჩაქრობის შემდეგ იპოვეს. 

შეგახსენებთ, რომ რუსთავში, საცხოვრებელო სახლში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის ქრობის სამუშაოებშ 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მონაწილეობდა. 



close დახურვა