უკრაინელების გმირობამ უკრაინის მიწა რუსი გენერლების სასაფლაოდ აქცია, არმიის საერთო დანაკარგები კატასტროფულად დიდია, რუსული ჯარი კი ფაქტობრივად ხელმძღვანელის გარეშეა დარჩენილი - პუტინის მარჯვენა ხელი შოიგუ არსად ჩანს, აღარც წელს ზემოთ შიშველი ვითომ რუსი ბაგატირი პუტინის ბაიკალზე თევზაობის, ან სადმე ტაიგაში ნადირობის კადრებს ავრცელებს რუსული პროპაგანდა. თევზაობას და ნადირობას რა უჭირს, ახლა ისიც საკითხავია, შოიგუ 9 მაისის აღლუმზე ჩააბარებს თუ არა მთავარსარდალს პატაკს. აი, ეს აღლუმი კი ან იქნებ ან არა, თუ ლუჟნიკების აქციასავით რამე არ დაამონტაჟეს, დიდი ალბათობით შეიძლება არც იყოს. რომ იყოს - ვინ უნდა ჩაიაროს წითელ მოედანზე - უკრაინაში დამცირებულმა და შემცირებულმა ჯარმა? თორემ პუტინი რომ წლებია უკვე მარტო დგას მავზოლეუმთან, ეს უკვე ვიცით.
რუსი გენერლების სასაფლაო - დროება
27 მარ 202220:43
3 წუთის საკითხავი