logo
ENG



რუსი ოკუპანტები გამოჩნდნენ არაოკუპირებულ ტერიტორიაზე-ქაცარავა

30 ოქტ 201912:16
3 წუთის საკითხავი
 
lt79oi55v0fkn90.png

შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ არ იცის რა ვითარებაა ამ დროისთვის ატოცში, სადაც გუშინდელი ღამიდან მოყოლებული ანტიოკუპაციური მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" წევრებს აღარ უშვებენ. ისინი მთელი ღამის განმავლობაში შაქშაქეთის საგუშაგოზე ჰყავდათ გაჩერებული. 

"ძალა ერთობაშიას" წევრის დავიტ ქაცარავას თქმით, რუსებმა არაოკუპირბეული ტერიტორია დაიკავეს, რასაც ხელისუფლება უარყოფს.

"ადგილობრვები გვეუბნებიან და ადასტურებენ იმას, რომ რუსი ოკუპანტები, საცხენოსნო პატრული გამოჩნდა არაოკუპირებულ ტერიტორიაზე. ატოციოს მინდვრებში, სადაც ადგილობრივები თავიანთ საქონელს აგროვებენ. პოლიცია კატეგორიულად უარყოფს ამ ფაქტს, მაგრამ ჩვენთვის ატოცელების მიერ მოწოდებული ინფრომაცია სანდოა და არანირეჭვს არ იწვევს",- აცხადებს დავით ქაცარავა.

"ძალა ერთობაშიას" მიერ გავრცელებულ ინფორაციას უარყოფს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური. მისი თქმით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მორიგ პატრლურებას ახდენს და რაიმე მნიშნლოვანი არ მომხდარა.

"არაფერი მნიშვნელოვანი არ მომხდარა. გამოძახება სხვა რაღაცაა და მისვლა-შემოწმება სხვა რამეა",- განაცხადა გომელაურმა. 


close დახურვა