logo
ENG



რუსი ჟურნალისტი, რომელიც ნავალნის სასამართლოს აშუქებდა, "ექსტრემიზმის" ბრალდებით დააკავეს

31 მარ 202408:47
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/31/6g9evrny1t5t8vs.png

რუსი ჟურნალისტი ანტონინა ფავორსკაია, რომელიც ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის სასამართლო პროცესს აშუქებდა, მოსკოვში "ექსტრემიზმის" ბრალდებით დააპატიმრეს.

მოსკოვის სასამართლოს განკარგულებით ფავორსკაია პატიმრობაში გამოძიების დასრულდება დარჩება და მორიგი სასამართლო პროცესი 28 მაისამდე არ გაიმართება.

ჟურნალისტის სასამართლო პროცესი დახურულ კარს მიღმა გაიმართა, რაც ფავორსკაიამ და მისმა ადვოკატმა გააპროტესტეს.

ფავორსკაიას ნავალნის ფონდისთვის მასალების მოგროვება, ვიდეოების მონტაჟი და წარმოება ედება ბრალად. ოპოზიციონერის ფონდი რუსეთში "ექსტრემისტულ ორგანიზაციად" არის გამოცხადებული. ფავორსკაიას 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ჟურნალისტი 17 მარტს დააკავეს, როცა ის ნავალნის საფლავზე, ყვავილების მისატანად მივიდა. ის პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს, რის გამოც ჟურნალისტმა 10 დღე ციხეში გაატარა, მოგვიანებით კი "ექსტრემიზმის" ბრალდება დაუმატეს.


close დახურვა