logo
ENG



რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს რეგიონი დაბომბეს - არიან დაშავებულები

16 იან 202310:21
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/16/m2x6pbllhh2u6an.jpg

16 იანვარს ღამით რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს რეგიონი დაბომბეს. ინფორმაციას ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელი ალექსანდრ სტარუხი Telegram-ზე ავრცელებს.

მისივე თქმით, ღამე ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში განახორციელეს, როგორც უშუალოდ რეგიონზე, ასევე მის შემოგარენში.

"განადგურებულია სამოქალაქო, საცხოვრებელი და სამრეწველო ინფრასტრუქტურა. შემოვიდა ინფორმაცია რამდენიმე დაშავებულის შესახებ. ადგილზე მუშაობენ სპეციალური სამსახურები", - აცხადებს ის.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები ბახმუტისა და ავდეევკას მიმართულებით ცდილობენ შეტევაზე გადასვლას. მათივე ცნობით, ისინი ცდილობენ, გააუმჯობესონ ტაქტიკური ვითარება კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებით.

ამასთან, გენშტაბში აღნიშნავენ, რომ დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარში გრძელდება ბრძოლები ოკუპანტების წინააღმდეგ.


close დახურვა