რუსმა ოკუპანტებმა ხარკივის ცენტრზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ინფორმაციას ხარკივის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი Telegram-ზე ავრცელებს.
"ყურადღება ხარკიველებო: დარჩით თავშესაფრებში! ოკუპანტებმა ხარკივს დაარტყეს. სამწუხაროდ, დაიღუპა ერთი ადამიანი, დაჭრილთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა", - წერს სინეგუბოვი.
ოკუპანტებმა ხარკივი გუშინ, 11 სექტემბერს, გვიან ღამითაც დაბომბეს. მათ იერიში ერთ-ერთ უმსხვილეს თბოელექტროსადგურზე მიიტანეს, რის შედეგადაც, ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება შეიზღუდა.