logo
ENG



რუსული დაბომბვის შედეგად დონეცკის ოლქში 7 ადამიანი დაიღუპა

08 სექ 202211:49
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/08/vxtlqkn8f002sv0.jpg

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, რუსული დაბომბვის შედეგად დონეცკის ოლქში 7 ადამიანი დაიღუპა.

"რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას კლავს! 7 სექტემბერს რუსებმა დონეცკის ოლქში 7 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: 3 სლავიანსკში, 2 მარინკაში, 1 გალიცინოვკაში და 1 ვოდიანში.

ამჟამად მარიუპოლსა და ვოლნოვახში მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია. ყველა სამხედრო დამნაშავე დაისჯება!" - თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა