logo
ENG



რუსული თავდასხმის ახალი ტაქტიკა

29 მაი 202319:59
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინა ბალისტიკური რაკეტებისა და შაჰიდების სამიზნე დღეს კიდევ ერთხელ გახდა. გასული 24 საათის განმავლობაში ოკუპანტებმა დასახლებების მიმართულებით ჯამში120-ზე მეტი რაკეტა და დრონი გაუშვეს, თუმცა უმრავლესობა განადგურებულია. იბომბებოდა დნეპროპეტროვსკი, სუმი, ხარკოვი და კიევი. დნეპროპეტროვსკში რუსების შეტევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. კიევისკენ მტერმა 11 ისკანდერი გაუშვა, თუმცა სამიზნეს ვერცერთმა მიაღწია.

 

close დახურვა