logo
ENG



რუსული კანონის წინააღმდეგ ოპოზიციის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში ხვალ შევა

28 ივლ 202419:23
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/28/dkh7wwobm38rezo.jpg

ხვალ, 29 ივლისს, ოპოზიცია რუსული კანონის წინააღმდეგ  საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანს.  32 ოპოზიციონერი დეპუტატი რეპრესიული კანონის კონსტიტუციის 78-ე მუხლთან შესაბამისობის დადგენას მოითხოვს. 

მანამდე კი საკონსტიტუციო კონტროლის განმახორციელებელმა ორგანომ რუსული კანონის წინააღმდეგ პრეზიდენტის სარჩელი მიიღო  წარმოებაში და ახლა საქმე განსახილველად პლენუმს უნდა გაეგზავნოს.  

საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა პარლამენტში საკონსტიტუციო სარჩელს ხელი 22 ივლისს მოაწერეს. სარჩელის ხელმომწერი პარლამენტის 32 ოპოზიციონერი წევრია.

საკონსტიტუციო სასამართლოში ეს კანონი უკვე გაასაჩივრეს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმაც.

 

close დახურვა