logo
ENG



რუსულმა ძალებმა დღეს დილით ზაპოროჟიე დაბომბეს

15 ოქტ 202211:15
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/15/tclm8cucy852s0k.jpg

ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანატოლი კურტევის განცხადებით, რუსულმა ძალებმა დღეს დილით ზაპოროჟიე დაბომბეს.

"დილით მტერი თავს დაესხა სამრეწველო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს. აფეთქების ტალღამ დააზიანა 21 საცხოვრებელი კორპუსი, 15 კერძო შენობა, სასწავლო დაწესებულება და ავტოსადგომი. მადლობა ღმერთს, მსხვერპლი არ ყოფილა," - თქვა ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

უკრაინის ცნობით, 15 ოქტომბერს, ღამით, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეზე დრონებით ოთხი ავიაიერიში განახორციელეს, დილით კი 10 S-300 რაკეტა გაუშვეს. ზაპოროჟიეში Shahed-136 უპილოტო საფრენი აპარატის შეტევის შედეგად განადგურდა ინფრასტრუქტურული ობიექტები და გაჩნდა ხანძარი, რომელიც უკვე ლოკალიზებულია.

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიე გუშინ დილითაც დაბომბეს. ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანატოლი კურტევის ინფორმაციით, გუშინ რუსული დაბომბვის შედეგად ზაპოროჟიეს ერთ-ერთ რაიონში ინფრასტრუქტურა განადგურდა.


close დახურვა