logo
ENG



რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიე დაბომბეს - არის მსხვერპლი

29 ივლ 202320:32
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/29/7r35w5dli712zeh.jpg

ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივნის, ანატოლი კურტევის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიე დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, 1 კი დაშავდა.

"ოკუპანტებმა ზაპოროჟიე დაბომბეს. მტრის რაკეტა ღია ზონაში მოხვდა. სამწუხაროდ, 2 ადამიანი დაიღუპა, 1 კი დაშავდა. გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარს ვუცხადებ", - ამბობს კურტევი.

როგორც ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივანი აღნიშნავს, დაბომბვის შედეგად დაზიანდა მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები, საგანმანათლებლო დაწესებულება და სუპერმარკეტი.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა