logo
ENG



რუსულმა ძალებმა კუპიანსკი დაბომბეს - არის მსხვერპლი

15 ივლ 202320:14
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/15/91ylabk9i3r522d.jpg

ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, რუსულმა ძალებმა კუპიანსკი დაბომბეს, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

"მტერი ხარკივის ოლქის მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორს აგრძელებს. რუსებმა ხარკივის რეგიონში, ქალაქი კუპიანსკი დაბომბეს. სამწუხაროდ, 33 წლის კაცი დაიღუპა", - ამბობს სინეგუბოვი.

ამასთან, ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ რუსული ძალების მხრიდან კუპიანსკზე თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა