logo
ENG



რუსულმა ძალებმა ლიმანი დაბომბეს - არის მსხვერპლი

08 ივლ 202314:16
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/08/mpwev27oc76qgla.jpg

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, რუსულმა ძალებმა ლიმანი დაბომბეს, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა.

"რუსული ძალების მხრიდან ლიმანის ტერიტორიების დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა.

დაახლოებით ათ საათზე რუსებმა ქალაქს MLRS სარაკეტო სისტემებიდან შეუტიეს - კერძო სექტორს დაარტყეს. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. სასწრაფი დახმარება დაშავებულებს საჭირო სამედიცინო დახმარებას უწევს", - თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა