logo
ENG



რუსულმა ძალებმა ხარკივის ოლქში ბაზარი დაბომბეს - არის მსხვერპლი

09 იან 202313:42
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/09/kbnzqu7exhpv0py.jpg

ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, დღეს დილით, რუსულმა ძალებმა ხარკივის ოლქში ბაზარი დაბომბეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.

"მტერი კვლავ ახორციელებს სარაკეტო შეტევებს ხარკივის რეგიონზე. კუპიანსკის რეგიონის სოფელ შევჩენკოვოში, ადგილობრივ ბაზარზე, S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემიდან სარაკეტო შეტევა დაფიქსირდა", - თქვა ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

სინეგუბოვის თქმით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა, მათ შორის 13 წლის გოგო.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა