რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ხერსონის რეგიონის ქალაქ ალიოშკიდან რეგიონული მუსიკისა და დრამის თეატრის დირექტორი და ხერსონის საკრებულოს დეპუტატი ოლექსანდრ კნიგა გაიტაცეს.
ინფორმაციას უკრაინის ვერხოვნა რადა ტელეგრამით ავრცელებს.
უკრაინის პარლამენტის ცნობით, რუსული ძალები კნიგას სახლში დღეს დილით, დაახლობით 7 საათზე შეიჭრნენ და ის გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
ვერხოვნა რადა ოლექსანდრ კნიგასა და ყველა არალეგალურად გატაცებული უკრაინელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.