ხმელნიცკის მერის, ალექსანდრ სიმჩიშინის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ხმელნიცკის ოლქი დაბომბეს. მისი თქმით, 2 ადამიანი დაშავდა, 10-მდე მაღალსართულიანი შენობა კი დაზიანდა.
"დაზიანებულია 3 სასწავლო დაწესებულება და 10-მდე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. არის ორი დაშავებული", - თქვა ხმელნიცკის მერმა.
ხმელნიცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გამალის თქმით, მტერმა ქალაქ ხმელნიცკიზე 2 საჰაერო დარტყმა განახორციელა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ერთო სამხედრო ობიექტს მოხვდა, მეორე კი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებასთან ჩამოვარდა.
"ორი მშვიდობიანი მოქალაქე საავადმყოფოშია. კაცი, რომელსაც ჭრილობა აქვს მიყენებული, მიკროავტობუსში იმყოფებოდა", - განაცხადა ხმელნიცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.