logo
ENG



რუტე: NATO-ს ქვეყნები მზად არიან, ჰორმუზის სრუტეში თავისუფლად ცურვა უზრუნველყონ

23 მარ 202611:29
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/23/o21ucmjtx7wi15x.jpg

NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე ჰორმუზის სრუტეში პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას მხარდაჭერას უცხადებს. NATO-ს სახელმწიფოები ჰორმუზის სრუტეში შეერთებული შტატების მხარდასაჭერად ერთად დადგებიან - თქვა რუტემ 20 მარტს CBS News-თან ინტერვიუში.

NATO-ს გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ ჰორმუზის სრუტეში თავისუფლად ცურვის უზრუნველყოფა მსოფლიო ეკონომიკისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, ირანი კი მსოფლიოშიო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მთავარი მტერია. ამერიკულ გამოცემასთან ინტერვიუში რუტე ხაზს უსვამს, რომ "ფასდაუდებელია ის, რასაც პრეზიდენტი ტრამპი ირანის წინააღმდეგ, ისრაელის დასახმარებლად, აკეთებს, რომ მთლიანად მსოფლიოც უფრო უსაფრთხო იყოს".

იქამდე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა NATO-ს ევროპელი მოკავშირეები, რომლებიც უარს ამბობენ სამხედრო ძალის მეშვეობით ჰორმუზის სრუტის გახსნაში მონაწილეობაზე. "ლაჩრები, ამას დავიმახსოვრებთ!" - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.


close დახურვა