გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე დედაქალაქში ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების მატება ფიქსირდება. სააგენტო ძირითად მიზეზად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას ასახელებს.
"აღსანიშნავია, რომ ტრანსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს - მეტეოროლოგიური მოვლენაა და პანიკის მიზეზს არ იძლევა", - ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტოში ამბობენ, რომ ავტომატური სადგურების საშუალებით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს აგრძელებენ.