logo
ENG



სააკაშვილის ადვოკატი: სასამართლო სხდომების დისტანციურად ჩატარებაზე უარს განვაცხადებთ

03 ნოე 202111:28
3 წუთის საკითხავი
 

ადვოკატ გიორგი გელხაურის თქმით, ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საკუთარ სასამართლო პროცესებზე დასწრების სურვილი აქვს და იმ შემთხვევაში, თუ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ სხდომები დისტანციურად ჩატარდეს, სააკაშვილი ამაზე უარს იტყვის.

გელხაურის განმარტებით, თუ ადამიანი პროცესის დისტანციურ რეჟიმში გამართვაზე უარს აცხადებს, სხდომა ტარდება სასამართლო დარბაზში.

"34 დღე გავიდა ისე, რომ მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესი არ ჩატარებია. მას წაართვეს თავისუფალი სასამართლოს უფლება. თუ შეეცდებიან, რომ დისტანციურად ჩაატარონ მისი სასამართლო სხდომა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე უარს განვაცხადებთ. პრაქტიკა ასეა დღეს, რომ თუ უარს აცხადებს მიხეილ სააკაშვილი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომლის სასამართლო პროცესიც უნდა იყოს, შემდგომ ეს პროცესი ტარდება ლაივში. იმის შიშით, რომ მიხეილ სააკაშვილი არ გამოჩნდეს ეკრანებთან და არ მიმართოს საზოგადოებას და სასამართლოს, დღემდე პროცესი არ ჩატარებულა. მისი სურვილია, დაესწროს სასამართლოს სხდომას", - ამბობს გელხაური

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 10 ნოემბერსაა ჩანიშნული.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მას დაკავებიდან 20 დღის შემდეგ საზღვრის უკანონოდ კვეთისთვის ბრალი წარუდგინა.  

მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ის 34-ე დღეა ციხეში შიმშილობს.


close დახურვა