სულ უფრო მეტი ექიმი მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანას. რუსთავის ციხის ეზოში დგას რეანიმობილი, მაგრამ მედიკოსების თქმით, ისედაც კრიტიკული ვითარების კიდევ უფრო დამძიმების შემთხვევაში, რეაგირება ვერ მოესწრება.
სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნას უერთდებიან არასამთავრობო ორგანიზაციებიც. მთავრობას ეშინია და პატიმარს განსაკუთრებით მკაცრად ექცევა. არსებობს უამრავი შემთხვევა, როცა საჭიროების შემთხვევაში სხვა ტუსაღებს ციხის გარეთ მკურნალობის უფლებას უპრობლემოდ აძლევენ.