ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მზადაა საქართველოში ჩამოვიდეს, თუკი ოპოზიცია ამას გადაწყვეტს. TV პირველთან ინტერვიუში სააკაშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა მისი საქართველოში დაბრუნების შესაძლებლობაზე:
"თუ ოპოზიცია გადაწყვეტს, რომ ჩემი ჩამოსვლა საჭიროა, მე პირველივე თვითმფრინავს ვიშოვი, მოვახტები, სხვა საშუალებას ვიშოვი გადაადგილების და ა.შ.
მე ვარ მზად, ვიყო ერთ-ერთი მათგანი, მე ვარ მზად ჩემი ქვეყნისთვისთვის გავწირო თავი საერთოდ ულაპარაკოდ. თუ ოპოზიცია მოილაპარაკებს რომ მათთვის ეს იქნება სასარგებლო, ქართველ ხალხს დაეხმარება, ერთი წამით არ ვიყოყმანებ. მე არ მეშინია არც ციხის, არც მოკვლის, არც არაფრის", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, დღეს, პირველ ნოემბერს ოპოზიციური პარტიები ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეიკრიბნენ.
ისინი სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ, განიხილება მანდატებზე უარის თქმის საკითხი. პარტიის ოფისში ენმ-ძალა ერთობაშიას ბლოკის პარტიების წარმომადგენლები მივიდნენ, ასევ აქ არიან ლელოს და სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერები. ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის თქმით, ისინი იმსჯელებენ მანდატებზე უარის თქმის საკითხზე, ვინაიდან მისი თქმით, არსებული ვითარებას და ცესკოს დადებულ შედეგებს შორის განსხვავება "არაადეკვატურია".
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, დათვლილია ხმების 96.85% - 3 726 უბანი.
მონაცემების მიხედვით:
ქართულმა ოცნებამ ხმების 48,06% მიიღო
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ - 27,07%
ევროპული საქართველო - 3,79%;
პატრიოტთა ალიანსი - 3,18%
ლელო - 3,18%
სტრატეგია აღმაშენებელი - 3,15%
გირჩი - 2,92%
ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები - 1,34%
ლეიბორისტული პარტია - 1%