logo
ENG



სააკაშვილი: სოხუმი შავიზღვისპირეთის ყველაზე ლამაზი და უსაფრთხო ქალაქი გახდება

27 სექ 202314:11
3 წუთის საკითხავი
 
სააკაშვილი: სოხუმი შავიზღვისპირეთის ყველაზე ლამაზი და უსაფრთხო ქალაქი გახდება

არა მარტო 27 სექტემბერი, ყოველი დღე ტკივილია, განსაკუთრებით იმ ხალხისთვის, რომლებსაც იძულებით დაატოვებინეს მათი მიწა-წყალი, რომლებსაც დღემდე ესიზმრებათ სოხუმის ქუჩები, თავიანთი სახლები, სადაც არ უნდა იყვნენ, მაინც აქვთ დანაკლისის და დანაკარგის განცდა . მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მათგანს კეთილმოწყობილი ბინები გადავეცით, ყველა ერთხმად გვეუბნებოდა , მირჩევნია სოხუმში ვიყო და საერთოდ არაფერი არ მინდა!

ბოლო წლების განმავლობაში - არც ერთი სიტყვა სოხუმზე და ოკუპაციაზე, პირიქით, მიზანმიმართულად გააჩერეს ანაკლიის პორტი და ლაზიკის მშენებლობა, რომელიც პირდაპირ ხსნიდა ისტორიულ შანსს, აღდგენილიყო ყველა დაკარგული ურთიერთობა.

მე ერთხელ მივმართე ჩვენს აფხაზ ძმებს - ჩვენ გვინდა მშვიდობა, ათინჩრა - დარწმუნებული ვარ როგორც არასდროს, რომ ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ მშვიდობიან თანაცხოვრებასა და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას. ჩვენს სამშვიდობო ინიციატივას ყოველთვის ბლოკავდა რუსეთი, მაგრამ დღეს სხვა გეოპოლიტიკური რეალობა დგება, ამიტომაც უფრო მეტი გზა უნდა გამოინახოს სოხუმთან სასაუბროდ, რადგანაც დიალოგს ალტერნატივა არა აქვს.

ამასწინად ყური მოვკარი, უკვე ბევრი იყენებს ტერმინს ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, რაც არის ტყუილი და რუსული პროპაგანდა - დროა, ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი, ამ ყველაფრის ინიციატორი იყო რუსეთი, რადგანაც საუკუნეების განმავლობაში ქართველები, აფხაზები და ოსები აშენებდნენ ერთიან საქართველოს.

"მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია".

აფხაზეთი საქართველოა!

სოხუმი გახდება შავიზღვისპირეთის ყველაზე ლამაზი და უსაფრთხო ქალაქი.


close დახურვა