logo
ENG



სააკაშვილი: ჩემს გზას ვხედავ ხიდად, გავება ახალგაზრდებს და მათ გადაიარონ ამ ხიდზე

28 ნოე 201922:32
3 წუთის საკითხავი
 
m0idh7msahh8ghd.jpg

ვარ ერთ-ერთი მებრძოლი მრავალთა შორის - ასე შეაფასა საკუთარი როლი საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. როგორც მან გადაცემაში სოფო ზურაბიანის "პოლიტიკის ფორმულაში" განმარტა, ახლა მთავარი ძალა ახალგაზრდობაა და თავადაც სწორედ მათ დახმარებას შეეცდება.

ერთადერთის წინააღმდეგ -ამ ბრძოლაში როგორია თქვენი როლი? - წამყვანის ამ კითხვაზე, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მას დიდი მემკვიდრეობა აქვს დატოვებული საქართველოში. 

"ვარ ერთ-ერთი მებრძოლი მრავალთა შორის. მაქვს დიდი მემკვიდრეობა დატოვებული საქართველში და ყველაფერი რაც კეთდებოდა ჩემს სახელთანაა დაკავშირებული. თუმცა ჩემს გზას ვხედავ ხიდად გავება ახალგაზრდებს, მათ გადაიარონ ამ ხიდზე და აიღონ ქვეყნის სადავეები ხელში",-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 


close დახურვა