logo
ENG



სააკაშვილი ენმ-ის აქციაზე: ივანიშვილს ტყუილად ჰგონია, რომ კოვიდით არჩევნებს გააყალბებს

17 ოქტ 202016:12
3 წუთის საკითხავი
 
hzdkp7ic74j44pi.jpg

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი Facebook გვერდზე გაერთიანებული ოპოზიციის გუშინდელ აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ მმართველი პარტიას "ტყუილად ჰგონია, რომ კოვიდის მეშვეობით არჩევნებს გააყალბებს".

სააკაშვილი ენმ-ის და ძალა ერთობაშიას გუშინდელ შეკრებას ბათუმში "ძალიან ამაღელვებელი დემონსტრაცია უწოდა" და აღნიშნა, რომ პარტია მასობრივი მობილიზაციისთვის მზად არის და ამ მობილიზაციის შემდგომი ეტაპები აქციებია.

"ახლა კოვიდის შეკავება ხდება არა საყოველთაო კარანტინით, რომელიც უკვე დაგვიანებულია, ვინაიდან სიტუაცია გაექცათ, არამედ იმითი, რომ უნდა ყველა ადამიანი აღვჭურვოთ დაცვის საშუალებებით, მათ შორის პირველ რიგში მედპერსონალი, მოვამზადოთ მედპერსონალი. უნივერსიტეტებში მხოლოდ სელექციურად გავუშვათ სტუდენტები და მივიღოთ ყველა სხვა აუცილებელი ზომა.
თავის მხრივ "ნაციონალური მოძრაობა" ყველა მონაწილეს, აქ ჩვენი მრავალრიცხოვანი აქციების და მათი რაოდენობა სულ უფრო გაიზრდება, უზრუნველყოფს დამცავი საშუალებებით, პირველ რიგში ნიღბებით და სხვა საჭირო საშუალებებით - ამის შესახებ ჩვენ უკვე ვართ ყველა რეგიონალურ ორგანიზაციაში შეთანხმებული..

მაგრამ, ივანიშვილს ტყუილად გონია კოვიდის მეშვეობით ის შეძლებს არჩევნების გაყალბებას და მერე ამას ყველა წყნარად სახლში დაელოდება და შეხედავს.
ჩვენ მზად ვართ მასობრივი მობილიზაციისთვის და ამ მობილიზაციის მოსამზადებელი ეტაპებია სწორედ ჩვენი შემდგომი აქციები.

საქართველოს სჭირდება გამარჯვება და ამ გამარჯვებას ვერაფერი ვერ შეაჩერებს!
გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და გავუფრთხილდეთ ქვეყანას!",-წერს სააკაშვილი Facebook-ზე.

გუშინ, 16 ოქტომბერს ბათუმში გაერთიანებული ოპოზიციის აქცია გაიმართა.  ღონისძიებას ასობით ადამიანი დაესწრო. როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, აქციის მონაწილეების ნაწილს პირბადე არ უკეთია, რიგ შემთხვევებში დაცული არ იყო სოციალური დისტანცია. 

ომბუდსმენმა ძალა ერთობაშიას ღონისძიებას "უკიდურესი უპასუხისმგებლობის გამოვლინება და საზოგადოების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხის ქვეშ დაყენება". თუმცა, ამავდროულად, მიუთითა, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას ადამიანების სიცოცხლე. ომბუდსმენის აზრით, უნდა მოხდეს როგორც დადგენილი რეკომენდაციების ზედმიწევნით აღსრულების უზრუნველყოფა, ასევე უსაფრთხოების ახალი წესების შემოღება. მან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მიზანშეწონილობაც, ვინაიდან, მისი თქმით, არსებობს როგორც საარჩევნო უბნებზე ადამიანების დაინფიცირების, ისე ხალხის დაფრთხობის და არჩევნებზე არმისვლის რისკები.

 


close დახურვა