logo
ENG



სააკაშვილი პარლამენტის სხდომის დღის წესრიგში

16 ნოე 202119:56
3 წუთის საკითხავი
 

გლდანის დაწესებულებას მმართველი პარტია უკვე მრავალპროფილურ კლინიკას უწოდებს. უმრავლესობის დეპუტატები ამ განცხადებით ექიმებს, სპეციალისტებს და ყველა კვალიფიციურ პირს ჯიუტად უპირისპირდებიან და უმტკიცებენ იმას, რაც მათი კომპეტენციისა და ცოდნის მიღმაა. 

ქართული ოცნების დეპუტატები საკუთარ თავს ეწინააღმდეგებიან. აქამდე ამტკიცებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ შიმშილობს,ახლა კი ამის აღიარება უწევთ. სხდომათა დარბაზში სიჩუმე მაშინ ჩამოწვა, რომ ოპოზიციონერმა ხათუნა სამნიძემ მესამე პრეზიდენტის შვილის ვიდეომიმართა ჩართო. 


close დახურვა