საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევებს ეხება და კონკრეტულად მისსა და მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პოპულარობას შორის განსხვავებას ეხება.
სააკაშვილის თქმით, მის დროს საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 4-ჯერ, ივანიშვილის დროს 0%-ით.
„როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ მე პოპულარობაში მკვეთრად გავუსწარი ივანიშვილს, შედარება არის მარტივი. ჩემს დროს საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 4-ჯერ, ივანიშვილის დროს 0%-ით. ჩემს დროს სიღარიბე შემცირდა 2-ჯერ, ივანიშვილის დროს გაიზარდა 2,5-ჯერ. ჩემს დროს პენსია გაიზარდა მრავალჯერ, ივანიშვილის დროს დოლარებში 0%-ით. მე მჯერა, რომ ქართველები უნდა დაბრუნდნენ საქართველოში და ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ დიდი საქართველო, ხოლო ივანიშვილი ქართველებს მოუწოდებს, რომ გავიდნენ ქვეყნიდან.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ხალხისთვის და ვაკეთებდი ყველაფერს ხალხისთვის, არაფერი წამიღია სახლში, ხოლო ივანიშვილს ყველაფერი სახლში მიაქვს. ამგვარად მე მიკვირს თუ რატომ არ არის მეტი განსხვავება ჩვენს შორის პოპულარობაში. უბრალოდ, ბოლომდე ყველა ვერ ამბობს თავის სათქმელს. ქართველი ხალხი არის გამორკვეული და ეს ყველაფერიც ამაზე მეტყველებს“, - აცხადებს სააკაშვილი.
NDI-იმ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს წარადგინა.
შედეგების მიხედვით, ვითარება ქვეყანაში თითქმის ყველა მიმართულებით გაუარესებულია, შესაბამისად საზოგადოების დამოკიდებულება სახელმწიფო ინსტიტუტებისა, თუ ხელისუფლების პირველი პირების მიმართ, ნეგატიურია.
კვლევაში ვრცლადაა მოცემული საზოგადოების დამოკიდებულება პოლიტიკური პარიტების მიმართ. გარდა ამისა, NDI-მ იკვლია მოსახლეობის დამოკიდებულება გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან საკითხთან, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან მიმართებაში.
კვლევაში ასევე ასახულია გამოკითხული მოქალაქეების მოსაზრება პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლების მეირ გადადგმულ ნაბიჯებზე, 20 ივნისის მოვლენებზე, ნატო-სა ევროკავშირში ინტეგრაციის სურვილზე, მედიისადმი დამოკიდებულებაზე და სხვა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
კვლევის მიხედვით საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს გამოკითხული მოსახლეობის 26% დადებითად აფასებს, ხოლო 39% ნეგატიურად. ივანიშვილს კი დადებითად მხოლოდ 17% აფასებს, ხოლო ნეგატიურად 49%.
კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდა და საქართველოს მასშტაბით შერჩევის საფუძველზე 2,180 ადამიანი გამოიკითხა.