logo
ENG



საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით შეხვედრები მიმდინარეობს

25 ოქტ 201913:29
3 წუთის საკითხავი
 
jru6sq0vfjlivq3.png

 

საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, ხელისუფლების წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და არასაპარლამენტო ორგანიზაციას შორის, მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. სამუშაო ჯგუფის წევრებს რეკომენდაციები სხვადახვა საკითხებზე აქვთ. საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები ეუთოს რეკომენდაციით შემუშავდა.

არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით შენიშვნების ნაწილი გათვალისწინებულია, თუმცა ამ მხრივ მეტი ნაბიჯია გადასადგმელი.

„ჩვენი შენიშვნების ნაწილი ასახულია, თუმცა საკმარისი არ არის ეს და მეტი ნაბიჯებია გადასადგმელი, მაგალითად ნეგატიური კამპანია ისევ პრობლემად რჩება, ჩვენ ვფიქრობთ რომ მისი რეგულირება რთული იქნება, ასევე მიგვაჩნია რომ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადაიდგას საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიონალიზაციისა და ქალთა კვოტირების მიმართულებით“-განაცხადა ვახუშტი მენაბდემ

ოპოზიციური პარტიების გაანსახილველია საარჩევნო ადმინისტრაციის დაკოპლექტებისა და საარჩევნო კომისიის წევრების სამართლიანად და თანაბრად გადანაწილების საკითხები.

უმრავლესობის შეფასებით შეხვედრები საკმაოდ კონსტრუქციულად და ღიად მიმდინარეობს.

„არის საკმაოდ კონსტრუქციულო პროცესი ჩვენი მხრიდან, არის ყველანაირი პირობა შექმნილი იმისთვის რომ სამოქალაქო საზოგადეოებასთან პოლიტიკურ პარტიებთან მაქსიმალური შეთახმებით მოხდეს ისეთი ცვლილებების განხორციელება, როგორიც არის, პარტიების დაფინანსების სისტემა, მედიაზე წვდომა, კამპანის ჩატარების წესები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები,“-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

 


close დახურვა