logo
ENG



საარჩევნო პრობლემები ემიგრანტებისთვის

26 აგვ 202420:16
3 წუთის საკითხავი
 

რატომ უქმნიან ხელოვნურ დაბრკოლებებს ემიგრანტებს, ვისაც ისტორიულ არჩევნებში მონაწილეობა სურს? - საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ნაწილი ამბობს, რომ ქართულ ოცნებას საარჩევნო სიის შედგენა პოლიტიკური ნიშნით სურს. ფორმულას ესპანეთის ქალაქებიდან დახმარების თხოვნით დაუკავშირდნენ, რადგან, როგორც ირკვევა, მოქალაქეებს საგარეო საქმეთა სამინისტროში უპასუხოდ ტოვებენ. აღმოჩნდა, რომ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი ასამდე მოქალაქის სახელი და გვარი ელექტრონული ბაზიდან გაქრა.

 


close დახურვა