logo
ENG



საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრები გრძელდება

26 ოქტ 201911:54
3 წუთის საკითხავი
 
5965zwtihilwx3v.png

 

საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები გრძელდება. მმართველი და ოპოზიციური პარტიები, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, დღეს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საკითხზე იმსჯელებენ. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისას მკაცრი სანქცირება უნდა მოხდეს. არასამთავრობოები კი ამბობენ, რომ მკაცრად უნდა განისაზღვრონ ის პირები, რომელთაც აქვთ საშუალება საარჩევნო უბნების მიმდებარედ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ უშუალოდ არჩევნების დღეს.

„არჩევნების მთავარი პრობლემები არის არა უბანში, არამედ უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამიტომ ეს საკითხი აუცილებლად უნდა განვიხილოთ, თუმცა ეს არის ძალიან რთული საკითხი, ძალიან რთული არის ნებისმიერი წესის დანერგვა და მერე მისი კონტროლი ამიტომ დღეს ძალიან საინტერესო იქნება ამ საკითხის განხილვა. შემოთავაზებულია კონკრეტული წესი 25 მეტრიანი პერიმეტრის წესი ასევე არჩევნების დღეს გარკვეული აგიტაციის აკრძალვა სხვადასხვა მიმართულებით თუმცა შემოთავაზებულ ვერსიას აქვს გარკვეული ხარვეზები, ამიტომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მის დახვეწაზე.“

არასამთავრობოები ასევე სანქციების დაწესებაზე საუბრობენ. მათი თქმით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისას გარკვეული სანქციები უნდა დაწესდეს.

„ვამბობთ, რომ შეიზღუდოს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. თუ იქვე არ იქნა დაკონკრეტებული, გამოყენების შემთხვევაში, რა სანქცია წესდება, მაშინ აზრი არ აქვს არანაირ ჩანაწერს, ყველამ უნდა ვაღიაროთ და ვთქვათ, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არ შეიძლება და თუ ეს გადაცდომა ხდება, როგორ ისჯება კონკრეტული მოხელე.“

სამუშაო ჯგუფის შეხვედრები გუშინ დაიწყო, რამდენიმე საკითხზე შეთანხმება მოხერხდა, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების საკითხზე კონსენსუსი ჯერაც არაა მიღწეული.

 


close დახურვა