საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვა 24 დეკემბრიდან არ მოიხსნება.
კერძოდ, ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში
ასევე, ძალაში რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით.
რაც შეეხება კერძო ავტომანქანებს, მათთვის გადაადგილება კვლავ ნებადართული იქნება.
24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვები მხოლოდ ნაწილობრივ შემსუბუქდება. მკაცრი რეგულაციებით გაიხსნება სავაჭრო ცენტრები. ძალაში რჩება კომენდანტის საათიც, გამონაკლისი მხოლოდ ახალი წლის და შობის ღამეს იქნება.