logo
ENG



საბერძენთში პოლიციელებთან შეტაკების შედეგად ათი დემონსტრატი დაშავდა

27 თებ 202016:34
3 წუთის საკითხავი
 

სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება გრძელდება საბერძნეთში. მასობრივი გამოსვლები მეორე დღეა გრძელდება კუნძულ ლესბოსზე. ადგილობრივები ხელისუფლების გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან, რომლის მიხედვით კუნძულზე ლტოლვილებისთვის დახურული ცენტრები უნდა გაიხსნას.

არეულობის შედეგად 51 პოლიციელი და 10 დემონსტრანტი დაშავდა. ადგილობრივები შიშობენ, რომ დახურული ცენტრები, სადაც ლტოლვილები მხოლოდ 4 თვე უნდა გააჩერონ მუდმივ ბანაკებად იქცევა. 


close დახურვა