logo
ENG



საბერძნეთი უკრაინას სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

28 იან 202419:22
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/28/pmjl49ty3z177fb.jpg

საბერძნეთი უკრაინას სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ თავდაცვის სამინისტროს უკრაინისთვის იმ იარაღის მიწოდება დაევალა, რომელსაც საბერძნეთის არმია აღარ იყენებს. ჯერჯერობით უცნობია, რას მოიცავს სამხედრო დახმარების პაკეტი.

როგორც გამოცემა იუწყება, საბერძნეთის შეიარაღებაში შედის საბჭოთა დროის საჰაერო თავდაცვის სისტემები - Tor, Osa, S-300 და ZU-23-2.

27 იანვარს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საბერძნეთისთვის 8.6 მილიარდი დოლარის F-35 საბრძოლო თვითმფრინავების მიყიდვა დაამტკიცა.


close დახურვა