logo
ENG



საბერძნეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ

20 მარ 202008:31
3 წუთის საკითხავი
 

საბერძნეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ.

ათენში ჩარჩენილი კაცის შვილი "ფორმულასთან" საუბრისას ამბობს, რომ მისი ოჯახის წევრი სპეცრეისის დანიშვნას აეროპორტში ელოდება, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საბერძნეთში საქართველოს საკონსულოში, ზუსტი პასუხი ფრენასთან დაკავშირებით არ აქვთ.

ნათია ხარაზიშვილის თქმით, საბერძნეთიდან საქართველოში დაბრუნებას 500 ადამიანი ელოდება.  

"მამაჩემი მოდიოდა ამერიკის კონტინენტის ერთ-ერთი ქვეყნიდან და ფრენა ჰქონდა ათენის გავლით. როდესაც ატენში ჩავიდა დახვდა ბილეთი გაუქმებული. ახლა არის აეროპორტში დარჩენილი. სასტუმროები დაკეტილია. საკონსულოს წარმომადგენელი ძალიან პრეტენზიული ტონით მეუბნება, ვითომ საერთოდ არ უნდა დამერეკა. 500 მოქალაქე ელოდება დახმარებას. ვცდილობთო მაგრამ ვერავის ვერ ვეხმარებითო. სპეცრეისის დანიშვნას ვაპირებთო, მაგრამ მაგის ზუსტი თარიღიც არ ვიცითო", - განაცხადა ხარაზაშვილმა


close დახურვა