საქართველოს ავიაბაზარზე ბერძნული ავიაკომპანია Sky Express შემოდის.
ავიაკომპანია 6 ნოემბრიდან ათენი-თბილისის მიმართულებით იფრენს. რეისები კვირაში სამი სიხშირით - ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და შაბათს Airbus 320 Neo ტიპის ბორტით შესრულდება.
Sky Express 21 საერთაშორისო მიმართულებით ოპერირებს.