logo
ENG



საბერძნეთში ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა, დაიღუპა 29 ადამიანი, 85-ზე მეტი დაშავდა

01 მარ 202308:36
3 წუთის საკითხავი
 

საბერძნეთში, ქალაქ ლარისასთან სარკინიგზო ავარია მოხდა - ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები შეეჯახა.

შემთხვევას სულ მცირე 29 ადამიანი ემსხვერპლა, 85-ზე მეტი კი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, სამგზავრო მატარებელს 350 მგზავრი გადაჰყავდა.

საბერძნეთის საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები და შესაძლოა, დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს.

სამგზავრო მატარებელი ათენიდან სალონიკში მიემგზავრებოდა, სატვირთო კი - სალონიკიდან ლარისამდე.


close დახურვა