logo
ENG



ავტობუსების სია, რომლებიც საფეხბურთო მატჩის დღეს 02:00 საათამდე იმუშავებენ

25 მარ 202417:57
3 წუთის საკითხავი
clock 364
2024/03/25/iphmqk2h2i74om8.jpg

საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის 26 მარტს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩის გამო, მეტროსა და ავტობუსების გარკვეული მარშრუტების მუშაობის დრო გახანგრძლივდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტრო მუშაობას 00:00-ის ნაცვლად, 27 მარტის 02:00 საათზე დაასრულებს.

გარდა ამისა, ავტობუსები - N301, N306, N308, N310, N311, N314, N315, N320, N326, N327, N331, N337, N342, N345, N352, N358, N359, N364, N378, N381, N384, N386, N388, N391 და N397, 26 მარტის 22:00 საათიდან 27 მარტის 02:00 საათამდე იმოძრავებენ.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლუქსემბურგის ნაკრები ანგარიშით 2:0, 21 მარტს დაამარცხა. ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში გავიდა და 26 მარტს საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს შეხვდება.


close დახურვა