logo
ENG



საბერძნეთში ხანძარს მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა

17 მარ 202010:08
3 წუთის საკითხავი
 

საბერძნეთში მიგრანტების ბანაკში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა - დაღუპულია 1 მცირეწლოვანი ბავშვი. უბედური შემთხვევა კუნძულ ლესბოს-ზე მოხდა. ცეცხლი თავდაპირველად იმ კონტეინერებს გაუჩნდა, რომლებსაც მიგრანტები საცხოვრებლად იყენებდნენ. მოგვიანებით კი  ხანძარი კარვებზეც გავრცელდა. არიან დაშავებულებიც.

მეხანძრეებთან ერთად ცეცხლის ჩაქრობას ბანაკის მაცხოვრებლებიც ცდილობდნენ. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.  ლესბოსზე მდებარე ბანაკი, 3- ათასამდე მიგრანტის საცხოვბრებლად არის მოწყობილი, თუმცა ბოლო მონაცემებით აქ 19 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.


close დახურვა