თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსეთის მოქალაქეს, ეროვნებით ჩეჩენ ვასმბეკ ბოკოვს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მას გამოძიება ყალბი საბუთების შეძენა-შენახვა-რეალიზებას ედავება.
ბოკოვი უკრაინაში ბიზნესსაქმიანობას ეწეოდა. ის საქართველოში რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბოკოვი სამართალდამცველებმა ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.