logo
ENG



საბურთალოზე კორპუსის გვერდით კლდე ჩამოინგრა

12 აგვ 202121:11
3 წუთის საკითხავი
 
2021/08/12/7uuh132cc3c5vt5.jpg

საბურთალოზე, ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩაზე, კორპუსის გვერდით კლდე ჩამოინგრა.

როგორც ადგილობრივებმა ფორმულას განუცხადეს, კლდე დაახლოებით 1 საათის წინ ჩამოიშალა და მათი თქმით, სხვადასხვა კაბელები და მილები დააზიანა. მცხოვრებლები ამბობენ, რომ მიწა ახლაც იშლება. 

"ჩამოიშალა მთელი ფენა. კლდე რაც იყო, მთლიანი ფენა არის ჩამოშლილი. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა, არც ბავშვები, რომლებიც აქვე თამაშობენ ხოლმე და არც დასაქმებულები. გამოსაკვლევია ახლა რა მდგომარეობაა. ნებართვა მშენებლობაზე გაცემულია, სულ ამ ქუჩაზე 5 მშენებლობა მიმდინარეობს. ერთ-ერთ კორპუსზე კი ბზარები გაჩნდა", - განაცხადა ორგანიზაცია ჩემი ქალაქი მკლავს დამფუძნებელმა გიორგი ჯაფარიძემ ფორმულასთან საუბარში. 

ფორმულა თბილისის მერიასაც დაუკავშირდა. უწყებაში ამბობენ, რომ სპეციალური ჯგუფები და მათი წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან, ხოლო მოგვიანებით განცხადებას გაავრცელებენ. 


close დახურვა