logo
ENG



საგანგაშო კოვიდსტატისტიკა

03 აგვ 202121:36
3 წუთის საკითხავი
 

ქვეყანაში კორონავირუსის ახალი პიკია. ბოლო ერთ დღეში ინფიცირებულთა რიცხვი 4827-ს აღწევს, გარდაიცვალა 34 პაციენტი. კლინიკებში ადგილების რაოდენობა სულ უფრო ცოტა რჩება. პანდემიის მეოთხე ტალღის შეჩერება ორი გზითაა შესაძლებელი - ვაქცინაცია და რეგულაციები, - მთავრობა შეზღუდვებს არ ამკაცრებს და არ სჯის ანტივაქსერთა დივერსიას. ცნობილი გახდა, რომ სავარაუდოდ, ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებმა დაჯავშნეს და გააფუჭეს ფაიზერის 3000 დოზა. სპეციალისტები მოუწოდებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ოპონენტების თვალთვალის ნაცვლად, დივერსიული ჯგუფი გამოავლინოს და დასაჯოს.


close დახურვა