logo
ENG



საგანგებო: თეთნულდზე ჩარჩენილ 3 მთამსვლელთან კომუნიკაცია შედგა, თავს კარგად გრძნობენ

14 აგვ 202211:13
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/14/fipag3th21ooja5.jpg

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მათსა და მწვერვალ თეთნულდის მიმდებარედ დარჩენილ 3 მთამსვლელს შორის კომუნიკაცია შედგა.

მთამსვლელთა თქმით, თავს კარგად გრძნობენ, არ სჭირდებათ მაშველების დახმარება და დამოუკიდებლად მიდიან დასახლებული პუნქტის მიმართულებით.

მაშველთა ჯგუფი უცხოელ მთასვლელთა შესახვედრად საპირისპირო მიმართულებით კვლავ აგრძელებს ქვეითად მოძრაობას.

6 უცხოელი ტურისტს სვანეთში, მწვერვალ თეთნულდზე დახმარება 12 აგვისტოს დასჭირდა. ერთი მათგანი ნაპრალში ჩავარდა და დაიღუპა. მისი ცხედარი მაშველებმა მესტიაში გადაასვენეს. ტერიტორიიდან გამოიყვანეს ჯგუფის კიდევ 2 წევრი. 


close დახურვა