logo
ENG



საგანგებო მდგომარეობამ შეიძლება ვერ უშველოს დაავადების გავრცელებას - ხატია დეკანოიძე

22 მარ 202012:21
3 წუთის საკითხავი
 

საგანგებო მდგომარეობა მხოლოდ ფორმალურად გამოცხადდა და ის მოქალაქეებს ვირუსის გავრცელებისგან ვერ დაიცავს - ასე აფასებენ ოპოზიციაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, რეალურად ქვეყანაში არაფერი შეცვლილა, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი კი გარკვეულ ჯგუფებს პრივილეგიებს ანიჭებს.

„ევროპულმა საქართველომ“ დაუჭირა მხარი საგანგებო მდგომარეობის შემოღებას. თუმცა ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე გეგმას, როგორ უნდა დაიძლიოს ეს კრიზისი - როგორც დაავადებულების მკურნალობის, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. ამას ამყარებდა გარემოებას, რომ გუშინდელი განცხადებები იყო ურთიერთგამომრიცხავი",  - აცხადებს ირაკლი აბესაძე.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ კი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე საგანგებო მდგომაროება ქვეყანას ვერ უშველის - მათივე განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის შემოღებას არაფერი შეუცვლია.

„ხელისუფლების მანდატი და პასუხისმგებლობაა, რომ ყველაფერი გააკეთოს ჯანმრთელობის დაცვის მიზნით. არ მინდა კონსპირაციულ თეორიებში წავიდე, მაგრამ ერთადერთი, რაც მოქალაქეებმა ნახეს, ისაა, რომ საგანგებო მდგომარეობამ შეიძლება ვერ უშველოს შექმნილ სიტუაციას და დაავადების გავრცელებას", - ამბობს ხატია დეკანოიძე.

„დოკუმენტაცია ისეა შედგენილი, რომ შექმნა სამართლებრივი და პოლიტიკური გაუგებრობა. ვერც მოქალაქეები და ვერც სპეციალისტები ვერ ხედავენ, რა შეიცვალა ქვეყანაში - სხვა ვერაფერი ვერ მოგვიტანა, რაც მთავარია, ვხედავთ, რომ მთავარი რეკომენდაცია რაც აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, ვერ სრულდება - ესაა სოციალური დისტანცირება", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გუშინ, 21 მარტს გამოცხადდა - ის ერთ თვეს გასტანს.


close დახურვა