logo
ENG



საგარეო: განლაგების წესი მსოფლიოშია აღიარებული, სამწუხაროა, პრეზიდენტისთვის ეს მიუღებელი იყო

26 დეკ 202220:11
3 წუთის საკითხავი
 
საგარეო: განლაგების წესი მსოფლიოშია აღიარებული, სამწუხაროა, პრეზიდენტისთვის ეს მიუღებელი იყო

საგარეო საქმეთა სამინისტრო ელჩების კონფერენციაზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ დაესწრო, რადგან "მას პროტოკოლით გათვალისწინებული ადგილი არ დაუთმეს" და მწუხარებას გამოთქვამს, რომ სკამების განლაგება "ზურაბიშვილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა". 

უწყებაში ამბობენ, რომ "პროტოკოლით გათვალისწინებულ იქნა პრეზიდენტის კონსტიტუციური თანამდებობა და პრეზიდენტის ადგილი გამოყოფილი იყო ცენტრალურ სკამზე".

"ელჩების ყოველწლიურ კონფერენციაზე, ტრადიციულად გათვალისწინებულია ხელისუფლების უმაღლესი შტოს წარმომადგენელთა გამოსვლები. მიმდინარე წლის ამბასადორიალზეც განსაზღვრული იყო საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვები.

მაღალი რანგის სტუმრებისთვის ღონისძიებაზე განსაზღვრული იყო 4 ცენტრალური ადგილი, რა დროსაც, პროტოკოლით გათვალისწინებულ იქნა პრეზიდენტის კონსტიტუციური თანამდებობა და პრეზიდენტის ადგილი გამოყოფილი იყო ცენტრალურ სკამზე, პრეზიდენტის მარცხნივ გათვალისწინებული იყო საქართველოს პრემიერ მინისტრის, ხოლო მარჯვნივ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი.

პროტოკოლური განლაგების აღნიშნული წესი აღიარებულია მსოფლიოში და სამწუხაროა რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის მიცემული განლაგება მიუღებელი აღმოჩნდა. იმედს ვიტოვებთ, აღნიშნული ტექნიკური ხასიათის გარემოება არ აღმოჩნდება დამაბრკოლებელი ფაქტორი საქართველოს პრეზიდენტისთვის მომავალში მონაწილეობა მიიღოს ქართველ დიპლომატებთან მაღალი დონის შეხვედრებში", - წერია განცხადებაში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილი ელჩების კონფერენციას არ დაესწრო, რადგან მას პროტოკოლით გათვალისწინებული ადგილი არ დაუთმეს. ადმინისტრაციის თქმით, ეს "დიპლომატიური პროტოკოლის უხეში დარღვევაა".


close დახურვა