logo
ENG



საგარეჯოს მუნიციპალიტეტში საცხოვრებელ სახლს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს

23 აპრ 202311:48
3 წუთის საკითხავი
 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დუზაგრამაში მამედოვების სახლს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

როგორც ახლიმან მამედოვი ამბობს, ღამის 2 საათზე 10-მდე სროლის ხმა გაიგონა, რის შემდეგაც, ცოლთან და ორ შვილთან ერთად გარეთ გამოვიდა და ნახა, რომ მისი საცხოვრებელი სახლის ჭიშკარს, კედლებსა და ფანჯრებს ნატყვიარები ჰქონდა - ტყვია მოხვდა შინაურ ცხოველსაც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვა/ტარებას გულისხმობს.


close დახურვა