logo
ENG



სადავო ცვლილებები და მწვავე კრიტიკა ვენეციიდან

21 ივნ 202220:25
3 წუთის საკითხავი
 

ქართულ ოცნებას კიდევ ერთი უმწვავესი დასკვნა დაეწია. იმ ფონზე, როცა ხელისუფლებას ევროკომისია და ქვეყნის მთავარი პარტნიორები სასამართლოს ფუნდამენტურ რეფორმას სთხოვენ, მმართველი გუნდი კლანსაც აძლიერებს და ისეთ ცვლილებებს ამტკიცებს, რომელიც ვენეციის კომისიისთვის შემაშფოთებელი ხდება. საქმე იმ კანონს ეხება, რომელიც თავად მოსამართლეებმაც გაასაჩივრეს, რადგან ცვლილებებში დევნის საფრთხე ამოიკითხეს. ამ დრომდე უცნობია, აპირებს თუ არა ხელისუფლება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას.

 


close დახურვა