სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ ფეხთბანვის რიტუალი არ ჩატარდება. ქრისტიანული ეკლესიების ნაწილი დღეს დიდ ხუთშაბათს აღნიშნავს. პანდემიის მიუხედავად, ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიებში, დღესასწაულთან დაკავშირებით, რიტუალი ტრადიციულად ჩატარდება. დილიდან ხალხმრავლობაა ყველა დიდ და პატარა ეკლესიაში. ექიმების მოწოდების მიუხედავად, საზოგადოების ნაწილი უსაფრთხოების წესებს არ იცავს.
დიდ ხუთშაბათს ეკლესიებში 12 სახარება იკითხება.
ვნების შვიდეულში დიდი ხუთშაბათი განსაკუთრებული დღეა. წმინდა სახარების მიხედვით ამ დღეს მაცხოვარმა თავის მოწაფეებთან ერთად ბოლო პასექი და ფეხთბანვა აღასრულა. უფალმა მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა. პასექის ჟამს მაცხოვარმა ასევე მიანიშნა, რომ მას ერთ-ერთი მოწაფე, იუდა ისკარიოტელი გასცემდა.