უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან დამატებით 1,4 მილიარდ დოლარს მიიღებს. ამის შესახებ ზელენსკი Twitter-ზე წერს.
ზელენსკის თქმით, მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორთან, კრისტალინა გეორგოევასთან.
"მადლობა გადავუხადე $1,4 მილიარდის ღირებულების დამატებითი მხარდაჭერისთვის. განვიხილეთ მომავალი თანამშრომლობა უკრაინის ფინანსური სტაბილურობის გამყარებასთან დაკავშირებით", - წერს ზელენსკი.
Had a phone conversation with IMF Managing Director @KGeorgieva. Thanked for the allocation of $1.4 billion of additional support. Discussed future cooperation to increase Ukraine's financial stability.