logo
ENG



სავარაუდოდ 1 თვეში გახდება ცნობილი, რა წესებით ჩატარდება არჩევნები ენმ-ში

17 ნოე 202220:08
3 წუთის საკითხავი
 

სავარაუდოდ ერთ თვეში გახდება ცნობილი, რა წესებით ჩატარდება არჩევნები ნაციონალურ მოძრაობაში, კანდიდატები ფაქტობრივად კამპანიაში არიან. მოქმედი თავმჯდომარე კი ბრიუსელის შემდეგ ლისაბონში მართავს შეხვედრებს, ლევან ხაბეიშვილმა თანაგუნდელებთან საუბარი გორიდან დაიწყო. სტუდენტებთან გეგმავს შეხვედრას დღის ბოლოს გიორგი მუმლაძე. ისმის ურთიერთ კრიტიკაც. გიორგი ჩალაძის მიერ კანდიდატურის მოხსნას და ლევან ხაბეიშვილის იდეების მხარდაჭერას მელიას მომხრეები ერთი სცენარის ნაწილად მიიჩნევენ. პოლიტოლოგები კი მოუწოდებენ ოპოზიციურ პარტიას, დროულად დაასრულოს შიდა საკითხების გარკვევა და მთავარ სამიზნეზე გადაერთოს.

 


close დახურვა