როიტერსის მიერ გამოქვეყნებული ახალი სატელიტური ფოტოების მიხედვით, ბელარუსის სამხრეთ ნაწილში, უკრაინის საზღვართან დამატებით 100-ზე მეტი სამხედრო ტრანსპორტი განთავსდა და დამატებით ათეულობით სამხედრო კარავია გაშლილი.
ფოტოებში ასევე ჩანს ახალი საველე ჰოსპიტალი, რომელიც რუსეთის დასავლეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს სამხედრო გარნიზონს დაემატა.
ფოტოები კერძო კომპანია Maxar Technologies-მა გაავრცელა. კომპანია რუსული ძალების მობილიზებას უკვე რამდენიმე კვირაა თვალყურს ადევნებს.
Maxar-ის ინფორმაციით, ბოლო დღეებში რუსეთის დასავლეთ ნაწილში, უკრაინის საზღვართან აღჭურვილობის გადამტანებიც გამოჩნდნენ, რაც ტანკების, არტილერიის და სხვა მძიმე ტექნიკის გადასატანად გამოიყენება. კომპანია ახალი სამხედრო დანაყოფების მობილიზებაც საუბრობს.
უკრაინული გამოცემა УНІАН იუწყება, რომ ამ დროისთვის უკრაინის საზღვართან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე 200 000 რუსი სამხედროა მობილიზებული.
ახალი საველე ჰოსპიტალი - ბელგოროდი, რუსეთი / ფოტო: Maxar Technologies
დამატებითი სამხედრო ტექნიკა ბელარუსში, ქალაქ მოზირის სიახლოვეს / ფოტო: Maxar Technologies