logo
ENG



საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ხელფასი 4000-დან 10 000 ლარამდე იზრდება

22 სექ 202017:02
3 წუთის საკითხავი
clock 708
mfsulec8mnjq86v.jpg

სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ხელფასი 4000-დან 10000 ლარამდე იზრდება.

საზოგადოებრივ მაუწყებელს ჯერჯერობით დირექტორი არ ჰყავს. დღეს ცნობილი გახდა, რომ დირექტორის შესარჩევ კონკურსში მეორე ეტაპზე 4 კანდიდატი, ალექსანდრე ვახტანგოვი, თინათინ ბერძენიშვილი, ხათუნა ლაგაზიძე და ირმა სოხაძე გადავიდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შეხვედრა ხუთშაბათს, 24 სექტემბერს გაიმართება.

პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა 18 აგვისტოს დატოვა. მან გადაწყვეტილების მიზეზად, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების გაშუქება დაასახელა. 


close დახურვა